" ჩემი მშობლიური ქალაქი – ახალციხე "
Saturday, September 20, 2014
Saturday, April 14, 2012
1. პროექტის სახელწოდება: " ჩემი მშობლიური ქალაქი– ახალციხე "
2.პროექტის მთავარი იდეა: ჩემი მშობლიური ქალაქის – ახალციხის უკეთ
გაცნობა– მისი გეოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით.
3.პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალური იქნება იმით, რომ მოსწავლეები ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას, ჩამოუყალიბდებათ კვლევა–ძიების, დაკვირვების, გუნდური მუშაობის უნარ–ჩევები, გამოუმუშავდებათ ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრების, ინტერვიუს აღების, რუკების, ცხრილების, დიაგრამების შედგენის და სიძნელეების დაძლევის უნარი. ისწავლიან წიგნზე მუშაობას, საველე პირობებში მუშაობას, გამოიყენებენ ინტერნეტს და საჭირო მიზნების მისაღწევად მოძიებულ მასალას განათავსებენ ონლაინ ფორუმში. მოხდება თეორიული ცოდნის რეალიზება, ამაღლდება მოსწავლეთა ცოდნა და მშობლიური ქალაქისადმი სიყვარული.
4. პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია ჩართოს მოსწავლე–ახალგაზრდობა საკუთარი ქალაქის გეოგრაფიული კვლევის საკითხებში. კერძოდ, უკეთ გაეცნონ ქალაქის გეოგრაფიულ მდებარეობას, ტერიტორიას და საზღვრებს, რელიეფს, სასარგებლო წიაღისეულს, ჰავას, შიდა წყლებს, ნიადაგებს, მცენარეულობასა და ცხოველთა სამყაროს, ქალაქის ეკონომიკის პროფილს, მოსახლეობას, ქალაქის დღესასწაულებსა და ადათ წესებს,ხალხურ რეწვას, ფოლკლორს,სამზარეულოს, ახალციხის ღირსშესანიშნაობებს და განსაზღვრონ ქალაქის სამომავლო განვითარების პერსპექტივები.
5. პროექტში მონაწილეთა ასაკი: პროექტში მონაწილეობას მიიღებს 14–16 წლის მოსწავლეები, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ იმუშაონ პროექტზე.
6. პროექტის ვადები და ხანგრძლივობა: პროექტი გაგრძელდება 2–თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან ახალციხის გეოგრაფიას, შეისწავლიან ნიადაგის ქიმიურ ანალიზს, კლიმატურ თავისებურებებს, გაიუმჯობესებენ მოძიების, ანალიზის, კვლევის წარმოების, დაკვირვების, საკუთარი აზრის დაცვის უნარ–ჩვევებს. შედეგად შექმნიან ბლოგებს, ფოტო–ალბომს, ქალაქის ღირსშესანიშნაობათა შესახებ კედლის გაზეთს და საინტერესო ვებ–გვერდებს.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მთავარი რესურსია მოსწავლეები, ტექნიკური უზრუნველყოფისათვის დასჭირდებათ: ოთახი, კომპიუტერები, ინტერნეტი, ფოტო და ვიდეო კამერა, ფლეშ მეხსიერების დისკი, ფლიფჩარტი, ფოტოალბომი, მარკერები, რვეული და კალამი.
9. პროექტის მსვლელობა: გავაცნობ მოსწავლეებს პროექტის მთავარ მიზანს, ვყოფ ჯგუფებად და ვუნაწილებ შემდეგ დავალებებს:
- ქ.ახალციხის გეგმის (რუკის) შედგენა.
- გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა და კოორდინატების დადგენა.
- რელიეფის ფორმების განსაზღვრა და სასარგებლო წიაღისეულის არსებული მარაგის შესწავლა.
- ჰავის ტიპების დადგენა, ქალაქის მეტეოროლოგიურ საგდურში (შესაბამის წარმომადგენელთან) გასაუბრება და აღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კლიმატური ცხრილებისა და დიაგრამების შედგენა, ტემპერატურის ამპლიტუდის გამოთვლა.
- შიდა წყლების გამოკვლევა (მდ.ფოცხოვისა და მდ.მტკვრის კვების რეჟიმის დადგენა და მათი წყალდიდობისა და წყალმცირობის პერიოდები განსაზღვრა ).
- მცენარეთა საფარის და ცხოველთა სამყაროს შესწავლა .
- ნიადაგების შესწავლა და მათი ქიმიური ანალიზის ჩატარება.
- ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა და ინტერვიუს აღება ქალაქის დაარსების შესახებ ( მოისმენენ მათგან ლეგენდებს, თქმულებებს). ყურადღება მიექცევა ისტორიულ დოკუმენტებს ახალციხის წარმოშობის შესახებ, ქალაქის ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, ქალაქის დღესასწაულებსა და ადათწესებს. ხალხურ რეწვას, ფოლკლორს, სამზარეულოს.
- ახალციხის ეკონომიკის პროფილის გამოკვლევა და მისი ადგილის და როლის განსაზღვრა საქართველოს ეკონომიკაში.
- მოსახლეობის რაოდენობისა და მიგრაციების შესახებ ცხრილებისა და დიაგრამების შედგენა.
- ახალციხე როგორც მრავალეთნიკური ქალაქი– ინფორმაციის კვლევა და დამუშავება.
- ქალაქის ღირსშესანიშნაობების გაცნობა: შესაბამისი ვიდეო მასალის დამუშავება.
- ქალაქის სამომავლო განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა: "ახალციხე როგორც არქიტექტურული მუზეუმი".
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტი. ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარები.
11. პროექტის ხელმძღვანელი: მასწავლებელი– ია თათოშვილი
12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: ia.tatoshvili@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი: გამოქვეყნდება პროექტის დასრულების შემდეგ.
Subscribe to:
Posts (Atom)